“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ”

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს, მაგრამ არა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე.
„რუსეთი ჩვენი მეზობელია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობაც უნდა აღვადგინოთ და ჩვენს ყველა მეზობელთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა.
ნურავის გეპარებათ ეჭვი, რომ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. ის ისტერიკა, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და რასაც აგრძელებენ, რა თქმა უნდა, არ არის სწორი სტრატეგია ქვეყნისთვის. ვინც ზრუნავს ქვეყანაზე, მან კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა მეზობელთან უნდა დავიწყოთ და მოვახერხოთ ურთიერთობა, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ტერიტორიები დავთმოთ“, – აცხადებს ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები