ბიძინა ივანიშვილი: გოგი თოფაძე ახლა ასაკშია და ზოგჯერ აქვს წამოცდენები

ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას ეხმაურება. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები, კარგი კაცია და შეიძლება, ვაპატიოთ“.
მისივე განმარტებით, კოალიციაში შემავალ პარტიებს ერთნაირი იდეოლოგია და ხედვა აქვთ, მათ შორის – გოგი თოფაძესაც.
“თოფაძეს აქვს წამოცდენები. გოგი კარგი კაცია და შეიძლება, ვაპატიოთ. ახლა ასაკშია, 75-ს გადააჭარბა და არა უშავს, ზოგჯერ წამოცდენები აქვს, მაგრამ მას არა აქვს საპირისპირო აზრი. თუ გნებავთ ჩაეკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია”, – განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილი ასევე გოგი თოფაძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც დეპუტატმა განაცხადა, რომ სტალინის სურათს მალე ყველა ოჯახში დაჰკიდებენ.
“მე არა მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, ეს მისი ნებაა, პრინციპში ეს აკრძალული არაა. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს არა მარტო სტალინთან. თუ გინდათ,  სტალინის მსგავსი პატარა თვისებები რომ ჰქონდა ჩვენს ბოლო ლიდერს, იმასაც შეგახსენებთ. არ შეიძლება, ადამიანები იხვრიტებოდნენ და რაიმე აქცია ტარდებოდეს საზოგადოების წინააღმდეგ იმისათვის, რომ რაღაც წყობას ან იდეოლოგიას ჩაეყაროს საფუძველი. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს არანაირი იდეოლოგია. ისტორიის ნაწილია სტალინი და ვიღაცები ამას იხსენებენ, ამის უფლება აქვთ. ძალიან საინტერესო და მძაფრი ისტორიაა დაკავშირებული სტალინთან, მათ შორის ჩვენი ქვეყნის განვითარების და მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი და ვერცერთი მისი პოზიტიური ნაბიჯი ვერ დააბალანსებს იმას, როგორც ის მოექცა საზოგადოებას. თუ გოგი თოფაძეს სტალინი მოსწონს, ამაში დანაშაული არაფერი არ არის. მისი ნება და მისი უფლებაა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები