ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რას გულისხმობდა ექსპრემიერი განცხადებაში, რომ პრეზიდენტი არღვევს კანონს, როდესაც ირჩევს, სად შევიდეს და სად არა და ხომ არ უნდა ველოდოთ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მარგველაშვილთან მიმართებაში.
“კონკრეტული პასუხი არ მაქვს. მე მგონია, დღეს იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მთავრობამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე თავისი გადაწყვეტილება ოფისებთან დაკავშირებით. მე რაღაც ეტაპზე გაგებით მოვეკიდე მთავრობის დელიკატურობას, როდესაც ანგარიში გაუწიეს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არ გაამწვავეს ვითარება, არ მისცეს კანონიერი სვლა პროცედურას და დაელოდნენ, რომ პრეზიდენტი გონს მოვიდოდა და მოიქცეოდა ისე, როგორც ეკუთვნის კონსტიტუციას და ქართულ სახელმწიფოს. შეიძლება, ამას ჰქონდა გაგება და გამართლება, მაგრამ რამდენ ხანს ლოდინი შეიძლება? თუ ეს ლოდინი გახანგრძლივდა, მე კიდევ ამოვიღებ ხმას და მძაფრად მოვითხოვ, ამ საკითხში ბევრი თანამოაზრე მყავს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები