ივანიშვილისთვის პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძის დანიშვნა მოულოდნელი იყო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისთვის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძის დანიშვნა მოულოდნელი იყო.
ამის შესახებ ექსპრემიერმა განცხადება დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნულ პოსტს ექსპერტები გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელი ელოდებოდნენ.
„გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელი ელოდებოდნენ და იბრძოდნენ ამ პოსტისთვის. სიმართლე გითხრათ, ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები