ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 21 მარტს შეწყდება

  ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია კვირის ბოლოს დასრულდება. არსებული მონაცემებით რეგისტრაცია 20 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 6 ათასამდე პედაგოგმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის 3 ათასამდე სამაგისტრო კანდიდატი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის კი ათასზე მეტი სტუდენტია. რეგისტრაციის პროცესი 21 მარტის 18:00 შეწყდება. ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები