სასწრაფოდ: ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი იწვის

ამ წუთებში ვერის ბაღში ხანძარია. მიხეილ კეკელიძის სახელობის საკალათბურთო დარბაზს ცეცხლი უკიდია, – ამის შესახებ „კვირას“ სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან აცნობეს.
ცეცხლს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 13 ბრიგადის მეხანძრეები ებრძვიან.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ასევე უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი გაჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები