საქართველო გაეროს დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავ კამპანიას შეუერთდა

საქართველო გაეროს ქარტიის 70-ე წლისთავის აღსანიშნავ გლობალურ კამპანიას შეუერთდა და კამპანიის ფარგლებში თბილისში, მთაწმინდა გაეროს ფრად – ლურჯად განათდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან „კვირას“ აცნობეს, უწყება ულოცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დაარსების საიუბილეო თარიღს, აღნიშნავს მის განსაკუთრებულ წვლილს მსოფლიოში. საქართველო, როგორც ორგანიზაციის წევრი, ადასტურებს საკუთარ მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს საკუთარი წვლილის შეტანა ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში გლობალური მასშტაბით. გაეროს დაარსების 70-ე წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა. მისი თქმით, ორგანიზაცია ზრუნავს პლანეტაზე.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 7 მილიარდი ადამიანის საერთო ოჯახის კეთილდღეობისთვის იღწვის და ზრუნავს პლანეტაზე, როგორც ჩვენს საერთო და ერთადერთ სახლზე“,- განაცხადა ბან კი-მუნმა.
შეგახსენებთ, რომ 1945 წლის 24 ოქტომბერს, სან ფრანცის კონფერენციაზე, 51-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ორგანიზაციის ქარტიას, რომლის რატიფიცირების შედეგად გაერო ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლისათვის ორგანიზაცია 193 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები