ეკა ბესელია პრეზიდენტის შეთავაზებას პასუხობს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია კონსულტაციებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებას გამოეხმაურა.
ბესელია ფიქრობს, რომ მოცემულ ვითარებაში შეთავაზების ადრესატი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა -„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს. „ამ შეთავაზების ადრესატი უნდა იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა -„ნაციონალური მოძრაობა“, თუ ასე დავარქმევთ სახელს, მაშინ გასაგები იქნება, სხვაგვარად ვერ ვხედავ, რა ტიპის კონსტიტუციური წესრიგის დაცვისთვის არის ეს მოლაპარაკებები. ზოგადად, დიალოგი ყოველთვის კარგია, მაგრამ თუ ვსაუბრობთ, რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, მაშინ ეს ადრესატი ალბათ არის „ნაციონალურ მოძრაობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.