გიორგი ადეიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შსს-ს გენინსპექცია სწავლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამტრედიელი გიორგი ადეიშვილის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ “კვირას“ შსს-ში განუცხადეს.
19 წლის გიორგი ადეიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. იგი ოჯახში გუშინ დაბრუნდა. ის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. როგორც დაკარგულის დედა აცხადებდა, მისი შვილი, სავარაუდოდ, სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა სამართალდამცველებმა სცემეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები