ე.წ. კორტების საქმეზე, სახელმწიფო ბრალდებამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა ნამდვილად არ იყო იმ სტანდარტით არგუმენტირებული, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს განზრახ მკვლელობის ნაწილში, – ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განაცხადა.
პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარადგინა.
„ბრალდების დასკვნითი სიტყვა ნამდვილად არ იყო იმ სტანდარტებით არგუმენტირებული და დასაბუთებული, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს განზრახ მკვლელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად“,-აღნიშნა ხაჟალიამ.
საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი კი აცხადებს, რომ პროკურატურას აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას წარდგენილი აქვს საკმარისი მტკიცებულები, რათა ყველა ბრალდებულთან მიმართებაში, ბრალდების ყველა ნაწილში, გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. პროკურორის თქმით, დასკვნით სიტყვაში საუბარი იყო იმ მტკიცებულებებზე, რაც გამოკვლეულია სასამართლოში. “მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტით საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულები, რომ ყველა ბრალდების ნაწილში დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი”, – აღნიშნა გულუაშვილმა.
საქმეზე შემდეგი სხდომა 23 ოქტომბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა, რომელზეც დასკვნით სიტყვას უკვე დაცვის მხარე წარმოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები