გემმა ფოთში, შავ ზღვაში ფეკალური წყლები ჩაღვარა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კამბოჯის დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემის კაპიტანი 65 000 ლარით დაჯარიმდა. მასვე დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის 4 290 ლარის გადახდაც. სამართალდამრღვევი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები