კახა კალაძის აზრით, არეშიძის განცხადებაზე გაზსადენის აფეთქებასთან დაკავშირებით მოკვლევა უნდა დაიწყოს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 2006 წელს რუსეთიდან შემომავალ ცენტრალურ გაზსადენზე და ელექტროგადამცემზე აფეთქებაში ქართველების ხელი ურევია, მოკვლელვა უნდა დაიწყოს.
როგორც კალაძემ „ტელეიმედის“ ეტერში ჩართვისას აღნიშნა, რეჟიმისგან, რომელიც ტერაქტების ინსცენირებას აწყობდა, მოულოდნელი არაფერია.
„მე გამიგია ბატონი მამუკა არეშიძის სერიოზული კავშირების შესახებ. ის წლებია კავკასიის თემებზე მუშოაობს და აქ მეორე მხრივ საუბარია იმ რეჟიმზე, რომელიც წლების განმავლობაში ატერორებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, აშინებდა, აშანტაჟებდა, ინსცენირებას აწყობდა გარკვეული ტერაქტების, მოდელირებური ქრონისკის და ამ ადამიანებისგან მოულოდნელი არაფერია. თუმცა, მე გამიჭრდება რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი. ვფიქრობ, შესაბამისი სამსახურები ამ ინფორმაციით, რაც დღეს მოვისმინეთ, უნდა დაინტერესდნენ, მოიკვლიონ და თუ რაიმე ხელჩასაჭიდი არსებობს, რა თქმა უნდა უნდა დაიწყოს გამოძიება “, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მამუკა არეშიძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით,  ამ დრომდე კითხვები რჩება 2006 წლის ზამთარში რუსეთიდან შემომავალ ცენტრალურ გაზსადენზე და ელექტროგადამცემზე აფეთქებასთან დაკავშირებით. როგორც არეშიძემ აღნიშნა, მაშინ ინგუშეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობდნენ, რომ აფეთქების საქმეში სწორედ ქართველების ხელი ერია.
„2006 წელს გაზსადენის აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც საქართველო გაზისა და დენის გარეშე დარჩა. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მაშინ დაიწყო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები. 2007 წელს მე ინგუშეთიდან ჩამოვიტანე ამბავი, ინგუშეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, როგორც ვითარებასთან, ისე ჩვენთან დაახლოებულმა პირებმა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მითხრა „აფეთქების კვალი საქართველოში ეძებეთ“. ინგუშები არ გამორიცხავდნენმ რომ აფეთქების საქმეში ქართველები იყვნენ გარეულები. რა ფორმით და როგორმ სამწუხაროდმ ვერ გამოვიკვლიეთ“, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები