გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთობების განმტკიცების დიდი მნიშვნელობა.
გიორგი კვირიკაშვილმა და იან კელიმ ასევე განიხილეს ოქტომბრის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული რეფორმების და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.