ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, “თავისუფალი თაობის“ წევრი დააკავეს (ვიდეო)
ბათუმში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ორგანიზაცია “თავისუფალმა თაობამ” აქცია გამართა. ორგანიზაციის წევრებმა ოფისში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს. “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთმა წევრმა ჯემალ ბუაძემ ოფისის მიმართულებით ბოთლები ისროლა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
როგორ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად დააკავეს.