თამაზ მეჭიაური: მკითხავების უფრო მჯერა, ვიდრე NDI-ს

მკითხავების უფრო მჯერა, ვიდრე NDI-ს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, ბოლო დღეების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით თავდასხმები რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ამ პარტიის გაზრდილ რეიტინგს და ძლიერი ოპოზიციური ძალის გაქრობის სურვილს, მეჭიაური აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი ისე ეცემა, რომ მალე თვითონ გაქრება.
“არანაირ ძალადობას არ მივესალმები. ეს ცალსახაა, თუმცა შეიძლება ვიღაცას ნერვები, მართლაც, არ ყოფნის. მე არ ვიცი, ვინ გააკეთა, შეიძლება მსგავსი რაღაც თვითონ დაზარალებულმა მოიმოქმედოს და მას შეიძლება გავუგო. არ გამოვრიცხავ, ვიღაცამ ეს იმისთვის ჩაიდინა, რომ შემდეგ მმართველ გუნდს დაბრალდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები