საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ევროკავშირიდან სანქციებზე შემოსული 19 განცხადებიდან, საქართველო 7-ს მიუერთდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის განცხადებით, სანქციებთან დაკავშირებით, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ევროკავშირიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული 19 განცხადებიდან, საქართველო 7-ს მიუერთდა. აღნიშნული ინფორმაცია გიგი გიგიაძემ პარლამენტის წევრებს მიაწოდა.
“გრძელდება მუშაობა ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, რაც ევროკავშირთან პოლიტიკურ დაახლოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამ კუთხით აღსანიშნავია ევროკავშირის საგარეო განცხადებებზე საქართველოს მიერთების საკმაოდ დადებითი დინამიკა. 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ევროკავშირის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაკეთებული 187 განცხადებიდან, რომელიც საქართველოს გამოეგზავნა, ჩვენ 141-ს მივუერთდით. არ მივუერთდით 46 განცხადებას. რაც შეეხება სანქციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოსული ევროკავშირის 19 განცხადებიდან, საქართველო 7-ს მიუერთდა, ხოლო არ მიერთებია 12 განცხადებას”, – განაცხადა გიგიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები