დედამიწას 31 ოქტომბერს გიგანტური ასტეროიდი ჩაუვლის

გიგანტური ასტეროიდი 2015 TB145 დედამიწას რეკორდულად ახლოს – 499 ათასი კილომეტრით მიუახლოვდება. ეს ოდნავ მეტია, ვიდრე მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის. ამის შესახებ აშშ-ს ნაციონალური კოსმოსური სააგენტო იტყობინება.
ასტეროიდის დიამეტრი, რომელიც დედამიწას 35 კმ/წმ-ში სიჩქარით უახლოვდება, 300-დან 600 მეტრამდეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტას არცერთი ასტეროიდი ასეთი მანძილით არ მიახლოვებია, ეს კოსმოსური სხეული დედამიწისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ასეთი მანძილით ასტეროიდი დედამიწას მომავალში 2027 წელს მიუახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები