თაღლითობა სუს-ის სახელით – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრალდებული დააკავა (ვიდეო)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ომარ ხ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ომარ ხ. ერთ-ერთ ბიზნესმენს გაეცნო, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ თორდია და, თითქოსდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მისი შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების სანაცვლოდ, 120 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ომარ ხ. მოტყუებით დაეუფლა მის მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხის ნაწილს – 30000 აშშ დოლარს, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახურის გენერალური ინსპექცია.