“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ოთარ ლორთქიფანიძე 50 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლორთქიფანიძეს აღნიშნული ჯარიმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის იერსახის დამახინჯებისთვის დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს.