თეა წულუკიანმა ლიტვის ელჩი მიიღო
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოდზიუნა მიიღო.
მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათი იყო. შეხვედრას კი იუსტიციის მინისტრის ყველა მოადგილე, აგრეთვე, ელჩის მრჩეველი სტეფანო იურატე რამოსკიენე ესწრებოდა.
თეა წულუკიანი ლიტვის ელჩს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს მოადგილეები წარუდგინა და მათი პასუხისმგებლობების სფეროები გააცნო.
გიედრიუს პუოდზიუნა ლიტვის ელჩად საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა. თბილისში ჩამოსვლამდე მას ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.