„რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა 22 ოქტომბერს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა 22 ოქტომბერს განახლდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის 22 ოქტომბერს სასამართლოს სხდომის ჩანიშვნას წინ კიდევ ერთი გადაწყვეტილება უსწრებდა. მოსარჩელე მხარეს დაევალა, წარმოადგინოს ის დოკუმენტაცია, თუ რის საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზა და რა ღირდა იმ დროისათვის „რუსთავი 2“-ის აქციები.
საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმე დღეს დილიდან განიხილება. „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ამ წუთებში დასრულდა. მას ბოლო ერთი საათი არ ესწრება არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ დარბაზიდან გააძევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები