უელსში სადაზვერვო ქვედანაყოფების ერთკვირიანი საერთაშორისო სწავლება დაიწყო

უელსში სადაზვერვო ქვედანაყოფების ერთკვირიანი საერთაშორისო სწავლება-შეჯიბრი Cambrian Patrol დაიწყო.
ტრენინგში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
ქართველ ჯარისკაცებთან ერთად Cambrian Patrol-ში ახალი ზელანდიის, პოლონეთის, პაკისტანის, ჩეხეთის რესპუბლიკის, საფრანგეთის, დანიის, ავსტრალიის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ინდოეთის, კანადის, ჩილეს, ბოსნია და ჰერცოგოვინის, ბრაზილიის, ომანის, აშშ-ს, შვეიცარიის, ლიტვის და ნეპალის სამხედროები არიან ჩართული.
ყოველწლიური სწავლება უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადის ორგანიზებით იმართება. Cambrian Patrol შვიდ ფაზას მოიცავს. მასში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფები 50- კილომეტრიანი მარშირების დროს სამხედროები ტაქტიკურ ელემენტებს, სავარაუდო მოწინააღმდეგის აღმოჩენას, თვალთვალსა და ჩასაფრებას ასრულებენ.
სამხედროები დღისა და ღამის ნავიგაციაში, სრული აღჭურვილობით მდინარეების გადალახვასა და პირველადი დახმარების აღმოჩენაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
მონაწილე ქვედანაყოფები დამკვირვებლების მიერ შესრულებული ამოცანების მიხედვით შეფასდებიან. ქვედანაყოფები რომლებიც სწავლებაში დასახულ მიზნებს წარმატებით გაართმევენ თავს, შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდებიან და სერტიფიკატს მიიღებენ.
Cambrian Patrol პირველად 1959 წელს ჩატარდა. სწავლებას საფუძვლად დაედო უელსის ტერიტორიული არმიის სამხედროების მიერ ჩატარებული ერთკვირიანი ტრენინგი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სწავლებაში წელს უკვე მეორედ მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები