კობახიძე: დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს;  კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები

“დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ საზოგადოებას, საუბრობენ თემაზე და არ აქვთ არც ერთი არგუმენტი.

„პირველი გამოსვლა – ნული არგუმენტი, მეორე გამოსვლა – ნული არგუმენტი. რეფორმასთან და რეფორმის საჭიროებასთან დაკავშირებით, გამოწვევებთან, ამოცანებთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ არ აქვთ. რაც შეეხება იმას, რომ ინსტიტუციური ცვლილებები არის მიზნის მიღწევის საშუალება და არა მიზანი და თვითმიზანი. რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენ კონცეფცია როდესაც წარვადგინეთ, იქ განვსაზღვრეთ სწორედ შვიდი ამოცანა. ამ ამოცანებიდან გამომდინარეობს ის კონკრეტული ინსტრუმენტები, რომლებიც შემდეგ არის ასახული, მათ შორის, იქ არის ინსტიტუციური ცვლილებები, ინფრასტრუქტურა, საკადრო საკითხები და ა.შ. რა თქმა უნდა ასეა და სწორედ ამიტომ, ამ სტრუქტურით არის განსაზღვრული ჩვენი კონცეფცია. შვიდი გამოწვევა – შვიდი ამოცანა, მაგრამ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.

დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას არც ილიას უნივერსიტეტში, არც თსუ-ში, არც ტექნიკურ და არც სხვა უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები. ამ ხნის განმავლობაში ვისმენ გამოსვლებს სოციალურ მედიაში, მედიაში, იქაც ნული არგუმენტი. თან საუბარია აკადემიურ საზოგადოებაზე. არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ საზოგადოებას, საუბრობენ თემაზე და არ გვესმის არც ერთი არგუმენტი, როგორც დღეს. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არ მოსწონთ, მაგრამ ორი გამოსვლა – ნული არგუმენტი მოსწონთ – არ არის ეს ჯანსაღი მიდგომა დისკუსიისადმი”, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები