შსს-მ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლიდან ძებნილი, 1984 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბ.ს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
“მსჯავრდებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული”, – წერია ინფორმაციაში.