ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს – დაკავებულია ერთი პირი

ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 150-ე მუხლის გათვალისწინებით მოხდა, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებურ შეცვლას გულისხმობს.
მონაწილეებმა აქციის მიმდინარეობისას “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა, მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, რამდენიმე პირი ოფისში მაინც შეიჭრა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უნდა შეწყდეს “ნაციონალური მოძრაობის” ძალადობა საზოგადოებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები