ხალვაშის გერმანელი ადვოკატი “რუსთავი -2” -ის ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებზე საუბრობს

ორი კვირის წინ “რუსთავი 2” ამტკიცებდა, რომ მოსამართლე იღებდა ფულს და გარიგებული იყო ბიძინა ივანიშვილთან. დღეს ამბობს, რომ პროკურატურამ დედამისის მიმართ სარჩელი შეიტანა და მასზე ზეწოლა მოახდინეს. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებია და ზუსტად იმას ამტკიცებს, რომ მოსამართლე არანაირ გარიგებაში არ არის ივანიშვილთან, – ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის გერმანელმა ადვოკატმა, პიტერ სებასტიან ლაუმ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოსამართლე ურთმელიძე ძალიან ორგანიზებულია და კარგად უძღვება პროცესებს.
“მიგვაჩნია, რომ გადამეტებულია, რაც მოსამართლესთან დაკავშირებით ხდება. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ აქციებით, რასაც მოპასუხე მხარე აკეთებს. ორი კვირის წინ “რუსთავი 2″ ამტკიცებდა, რომ მოსამართლე იღებდა ფულს და  გარიგებული იყო ბიძინა ივანიშვილთან.
დღეს ამბობს, რომ პროკურატურამ დედამისის მიმართ სარჩელი შეიტანა და მასზე ზეწოლა მოახდინეს. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებია და ზუსტად იმას ამტკიცებს, რომ მოსამართლე არანაირ გარიგებაში არ არის ივანიშვილთან. გარდა ამისა, მოსამართლე, ჩვენი დაკვირვებით, ძალიან ორგანიზებულია და კარგად უძღვება პროცესებს. თუ ვინმეს ეჭვი გააჩნდა, რომ მოსყიდული იყო, ამ ფაქტის მერე, რაც დედამისის თაობაზე მოხდა, რაც არ ვიცი, მართალია თუ არა, მტკიცდება, რომ მათ შორის არანაირი გარიგება არ ყოფილა”, – განაცხადა პიტერ სებასტიან ლაუმ.
ამასთან, მისი თქმით, მთავარი სხდომა, სავარაუდოდ, დღეს არ დასრულდება, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები