რა კავშირი აქვს ერეკლე კოდუას გაუპატიურების კადრებთან?

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუკრი ქანთარია წამების კადრების გავრცელებასთან ხელისუფლების კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.
ქანთარიას ვარაუდით, შესაძლებელია, რომ კადრები მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა გაყიდეს. დეპუტატი მათ შორის ერეკლე კოდუას ასახელებს.
„რატომ ფიქრობთ, რომ ამ კადრების გავრცელება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა და რატომ არ გაქვთ ვარაუდი იმის თაობაზე, რომ უკრაინაში გაქცეულია იმ 12 მსჯავრდებულიდან, ვისაც ამ კადრების გამო აქვს მისჯილი, იქნებ მათ ვინმეს მიჰყიდეს ეს კადრები? კოდუას შეხვედრებზეც იყო პრესაში დაწერილი. რატომ გინდათ, რომ ყველაფერს ცალმხრივად მიუდგეთ“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები