ირმა ინაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, – ამხილოს სააკაშვილის სადისტური რეჟიმი

სამი წელია მოვუწოდებთ ხელისუფლებას,- გაასაჯაროვოს პოლიციის შენობებში დაკავებულთა გაუპატიურების ფაქტები, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული სკანდალური ვიდეოკადრების შეფასებისას წერს.
“ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს! ამ მწამებლთა ჯგუფს უნდა აეკრძალოს ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება. სამი წელია მოვუწოდებთ ხელისუფლებას,- გაასაჯაროვოს პოლიციის შენობებში დაკავებულთა გაუპატიურების ფაქტები, რაც უკრაინულმა არხებმა გაასაჯაროვეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, – ამხილოს სააკაშვილის სადისტური რეჟიმი და გასამართლოს დამნაშავეები და მათი მფარველები”, – წერს ინაშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ასახულია საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრები. კადრებში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს სასურველი ჩვენების მიღების სანაცვლოდ აწამებენ და აუპატიურებენ. შემდეგ კი, მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ. ვიდეოში მეგრული საუბარი ისმის, სადაც დაკავებული პირი, აღიარებს, რომ სოხუმიდან ჩამოვიდა და საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდა. ვიდეომასალა უკრაინულმა პორტალმა დღეს გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები