შალვა ნათელაშვილი: მე ამერიკაში NDI-ის უფროსებთან ცალკე მექნება საუბარი

სერიოზულად შევხედოთ ამ ტელეზომბირების ანატომიას, სწორედ ასეთი მეთოდებით დღეს გვპარავდნენ მომავალს და შედეგებიც სამწუხაროდ სახეზეა – ასე ეხმაურება სოციალური ქსელის საშუალებით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი NDI-ის კვლევების შედეგებს.
მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ რეიტინგი 25 პროცენტს, აჭარბებს ამასთან ნათელაშვილის აცხადებს, რომ ყოველთვე კეთდება დახურული შიდა პარტიული რეიტინგები.
„ძალიან რთულია ჩემთვის ამ სტატუსის გამოქვეყნება, რადგან პარტიის ხელმძღვანელი ბუნებრივია თავისი გაერთიანების მეხოტბე უნდა იყოს, ამდენად სულ ცოტა ნამუსი რომ ჰქონოდა ე.წ NDI-ის სახელით გამოქვეყნებული კვლევის შემკვეთებს და შემსრულებლებს, მე აღარ ჩავვარდებოდი უხერხულობაში, რათა პირადად განმეცხადებინა, რომ ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი დღეს აჭარბებს 25 პროცენტს, ზრდადი პერსპექტივით და არანაირი პარტია ახლოსაც კი ვერ მოგვყვება, ბოლოს და ბოლოს ყოველთვე ვაკეთებთ დახურულ შიდა პარტიულ რეიტინგებს და საკუთარ თავს ხომ არ მოვატყუებთ, კარგი ამ ქაღალდებს რომ დავანებოთ თავი, ხალხში ხომ დავდივარ, ადამიანთა იმ წამიანი თვალები ყველაზე ზუსტი საზომია ამ მდგომარეობის, ხალხი ხომ მაინც არ მოგატყუებს. ამიტომ მე უკვე საჯაროდ ვიწვევ NDI-ის, ყველა სხვა დაინტერესებული პარტიის წარმომადგენლებს და ყველას, ვისაც სჯერა ან არ სჯერა ამ მონაცემის, ერთად ჩავატაროთ გამოკვლევები. მე ამერიკაში NDI-ის უფროსებთან ცალკე მექნება საუბარი ამ უნამუსოდ ციფრებით მანიპულირებაზე, რაც უპირველესად დარტყმას აყენებს შეერთებული შტატების ავტორიტეტს და დაბრუნებისთანავე შევისწავლი ეგრედწოდებული შვედეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობას, რომელიც ნიუ-იორკის კარნეგის ფონდიდან გამოყოფილი მილიონებით, რომლებიც ვითომ უნდა ხმარდებოდეს ობიექტურ კვლევებს, კვლავ გვიმრუდებს ისტორიას. სერიოზულად შევხედოთ ამ ტელეზომბირების ანატომიას, სწორედ ასეთი მეთოდებით დღეს გვპარავდნენ მომავალს და შედეგებიც სამწუხაროდ სახეზეა. მე პირადად აღარ დავუშვებ ამის გამეორებას“,- წერს ნათელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები