კანცელარიის წინ აქცია “არა გაზპრომს!” მიმდინარეობს
თბილისში მთავრობის კანცელარიის წინ აქცია “არა გაზპრომს!” მიმდინარეობს. როგორც შეკრების მონაწილეები აცხადებენ, რუსული კომპანია “გაზპრომთან” ხელისუფლების მიერ დაწყებულ მოლაპარაკებებს აპროტესტებენ.
აქციაში “ნაციონალური მოძრაობის წევრები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები მონაწილეობენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები და მკერდზე უკეთიათ სტიკერები წარწერით: “გაზპრომი”, რომელზეც რვაფეხაა გამოსახული პუტინის თავით.