იკვეთება თუ არა აგვისტოს ომის საქმეში სააკაშვილის, კოკოითის, პუტინის ან მედვედევის ბრალეულობა – ჰააგის პროკურორის პასუხი

რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჯერ არც ერთი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული არ არის, – ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტმა მას მიმართა კითხვით, იკვეთება თუ არა საქმეში მიხეილ სააკაშვილის, ედუარდ კოკოითის, ვლადიმერ პუტინის თუ დიმიტრი მედვედევის ბრალეულობა. როგორც ბენსუდამ განმარტა, გამოძიების ჩატარებამდე კონკრეტულ პირებზე საუბარი ვერ იქნება.
“არავინ არის იდენტიფიცირებული ჯერ, ვინც შეიძლება დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ ამ ეტაპზე მივმართეთ სასამართლოს გამოძიების დაწყების ნებართვაზე. გამოძიების ჩატარებამდე კონკრეტულ პირებზე საუბარი ვერ იქნება”, – განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები