თამარ ჩერგოლეიშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

საქალაქო სასამართლოში თამარ ჩერგოლეიშვილის და მასთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ბრალდებული ორი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ადვოკატებთან კონსულტაციებს გადის, რის შემდეგაც შესაძლოა, უკანონო დაკავების მოტივით სარჩელი შეიტანოს.
ამასთან, ჩერგოლეიშვილის თქმით, ხვალ, 16:00 საათზე, „გაზპრომის“ წინააღმდეგ,  კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები