გიორგი კვირიკაშვილი: რიკოთის უღელტეხილის პროექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის
„რიკოთის უღელტეხილის პროექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით,საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა და ორ სავარაუდო მოდელზე ისაუბრა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველომ წარსულში გაუშვა ასეთი შესაძლებლობა, როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დიდი ნაწილი დაპროექტდა ზუსტად იმ ადგილას, სადაც არსებული გზა უკვე გაყვანილი იყო.
„ერთი მოდელი გახლავთ ის, რომ დონორების მხრიდან მოვიზიდოთ შედარებით იაფი, სუვერენული დაფინანსება და შემდგომში განიხილებოდეს კონცესიით ალტერნატიული გზით გადაცემის პროექტი.
მეორე მოდელი გახლავთ ის, რომ თავიდანვე იქნას ჩართული კერძო კომპანია და მან თვითონ დააპროექტოს, ააშენოს და შემდგომში ეს გზა ფასიანი იყოს, მაგრამ ფასიანი გზა იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ალტერნატიული, დღეს არსებული გზა დარჩება ისე, როგორც არის. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, რომ საქართველოში ფასიანი გზების პრაქტიკა უნდა შემოვიდეს. მომავალში ჩვენ ვეცდებით, რომ გავაჩინოთ ისეთი სეგმენტები, სადაც პარალელურად ორი გზა იარსებებს. ერთი იქნება სახელმწიფო, მეორე ფასიანი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.