ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორის ოფისთან ითანამშრომლებს

საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორის, ფატუ ბენსუდას ოფისთან ითანამშრომლებს. ამის შესახებ ბენსუდასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაცია თავად ჰააგის პროკურორმა მიაწოდა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ამ შეხვედრაზე დაისვა, იყოს ის, როგორ აპირებს პროკურორის ოფისი ობიექტური გამოძიების წარმოებას იმ პირობებში, როდესაც, სავარაუდოდ, ხელი შეეშლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლასა და იქ მტკიცებულებების შეგროვებაში. პროკურორმა განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის, სიტყვიერ დონეზე დე ფაქტო ხელისუფლება აკეთებდეს განცხადებებს, რომ ისინი ითანამშრომლებენ პროკურორის ოფისთან.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ფატუ ბენსუდას განცხდება იმის თაობაზე, რომ ტერიტორიაზე შესვლა არ არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რათა მოპოვებული იყოს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურორის ოფისს არ მისცემენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას, მას აქვს სხვა მთელი რიგი შესაძლებლობა და მეთოდოლოგია, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს. უპირველესად, საუბარია, რა თქმა უნდა, დაზარალებულებთან ინტერვიუებსა და ფოტომასალებზე, რომელიც უკვე დოკუმენტირებულია”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები