თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული ორი პირი ხელწერილით გაათავისუფლეს
“ტაბულას” დირექტორი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ისინი დღეს, 17:00 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
თბილისში, ოპერასთან “გაზპრომის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი აქციის მონაწილე ორ პირთან ერთად დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად მოხდა, თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. საუბარია ოპერასთან პლაკატების გაკვრაზე.