“გაზპრომის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამი პირი დააკავეს

თბილისში, ოპერასთან “გაზპრომის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან: ტელეკომპანია “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, “ტაბულას” პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი.
ხვადაგიანი, ჩერგოლეიშვილი და მაჭავარიანი საგამოძიებო დეპარტამენტში იმყოფებიან და მათი დაკითხვა მიმდინარეობს. მათ უფლებებს ადვოკატი ოთარ კახიძე დაიცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. საუბარია ოპერასთან პლაკატების გაკვრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები