გიორგი კვირიკაშვილი: ქართული მხარე ჰააგის სასამართლოს ყველა მასალას გადასცემს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოხარულია, რომ 2008 წლის ომის დანაშაულის გამოძიების პროცესში ჰააგა ჩაერთო.
მინისტრის განცხადებით, ქართულ მხარეს ძალიან ბევრი ფაქტი უკვე შესწავლილი აქვს და ყველა მასალა ჰააგის სასამართლოს გადასცემს.
„საქართველოს მხარეს ძალიან ბევრი ფაქტი უკვე გამოძიებული აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს ინფორმაცია მიეწოდება მოსამართლეს, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს შეღწევის საშუალება თვითონ ოკუპირებულ ზონებში, დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ამისთვის არის ჰააგის სასამართლო. მათ უფრო მეტი საშუალება ექნებათ, კიდევ უფრო გამდიდრდება ინფორმაცია იმ კუთხით, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ამ ფაქტს“,- განაცხადა მინისტრმა.