თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს

„გაზპრომთან“ მოლაპარაკების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს. ამის შესახებ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
აქციას ორგანიზაცია: „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავდნენ, ისინი პლაკატებს აკრავდნენ.
შს სამინისტროს ცნობით, ჩერგოლეიშვილი სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად არის დაკავებული, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. ჩერგოლეიშვილი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები