ქიბარ ხალვაში: ხელისუფლებამ დამიყენა არჩევანი – შენ თუ არ იყიდი ტელევიზიას, ეროსი ჩვენს მტრებზე გაყიდისო

გაზეთი „ვერსია“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს. ბიზნესმენი გამოცემასთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესყიდვის დეტალებზე საუბრობს.
როგორც ქიბარ ხალვაში აცხადებს, მას 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილი დაუკავშირდა და ხელისუფლების თხოვნა გადასცა, რომ „რუსთავი 2“ უნდა შეესყიდა. ბიზნესმენის თქმით, მან ტელეკომპანია  7 200 000 დოლარად შეიძინა. როგორც ხალვაში აღნიშნავს, მას ხელისუფლებამ ასეთი არჩევანი დაუყენა – „შენ თუ არ იყიდი ტელევიზიას, ეროსი მას გაყიდის ჩვენს მტრებზეო“. 

სამართლიანობის აღდგენის ცნება აბსტრაქტულია. რას ნიშნავსრუსთავი 2“-ის შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა და საიდან უნდა დაიწყოს იგი? თქვენამდე ხომ სხვა პატრონები ჰყავდარუსთავი 2“-, რომელთაც თქვენი დახმარებით წაართვეს ტელეკომპანია?

– კი ბატონო, დავიწყოთ აქედან. ის, ვისაც მე, როგორც ამბობენ, „წავართვი“ (არ ვამბობ, რომ ვინმემ არ წაართვა, მაგრამ მე არ წამირთმევია), სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის (ვსაუბრობ ეროსი კიწმარიშვილზე), თორემ სასამართლოში დამტკიცდებოდა, რა როგორ მოხდა, ვინ ვის რა წაართვა და ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თუმცა ცოცხლები არიან სხვა მოწმეები, რომლებიც „რუსთავი 2“-ის წილის 70%-ს ფლობდნენ. თუ მათ რაიმე წავართვი, აქ არის ის ხალხი და თქვან.

ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი, ნიკა ტაბატაძესინამდვილეში რა მოხდა? 

– სინამდვილეში მოხდა ის, რომ 2004 წლის ზაფხულში დამირეკა ოქრუაშვილმა და გადმომცა ხელისუფლების თხოვნა, რომ უნდა შემესყიდა ტელეკომპანია. მითხრეს, რომ ფორმალურად ყველაფერი მომზადებული იყო და უნდა მივსულიყავი სანოტარო ბიუროში. იქ მისულს დამხვდნენ აქიმიძე და დვალი და მათთან ერთად იყვნენ პაატა კარსანიძე და დიმა ქიტოშვილი. ქიტოშვილმა მთხოვა, რომ აქამდე მოყვანილი საქმე არ გამეფუჭებინა და მეყიდა „რუსთავი 2“, რაც გავაკეთე და ხელი მოვაწერე დოკუმენტებს. იქ იყვნენ დვალი და აქიმიძეც, რომელთაც სხვადასხვა კრედიტის სანაცვლოდ, დაგირავებული ჰქონდათ თავიანთი ქონება. მათ წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა მათ გირაოზე, საბუთებს ხელი მოვაწერე, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და დავიშალეთ.

ეროსის რა როლი ჰქონდა ტელეკომპანიის გაყიდვის პროცედურებში? 

– ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში ეროსი. ის იყო დირექტორი, როდესაც მე მისგან წილი შევიძინე.

როგორ იყო წილები გადანაწილებული და თქვენ წილის რა პროცენტი შეიძინეთ? 

– მე შევიძინე აქიმიძის და დვალის 60%, დანარჩენი – 30% იყო ეროსი კიწმარიშვილის და 10% ნიკა ტაბატაძის. ამის შემდეგ გავაგრძელეთ საუბარი ეროსი კიწმარიშვილთან და ნიკა ტაბატაძესთან. ფაქტობრივად, გარიგებული და მოლაპარაკებული იყვნენ ხელისუფლებასთან. მითხრეს, რომ ეს გარიგება სულ 7 200 000 დოლარი ღირდა, რომელიც მე უნდა გადამეხადა და ამ საფასურად „რუსთავი 2“ ჩემს მფლობელობაში გადმოვიდოდა.

ანუ, რეალურად, თქვენრუსთავი 2“ შეიძინეთ ხელისუფლების მითითებით თუ თხოვნით, მაგრამ არ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ დათმო ამ ხალხმა კომპანია? ყველამ ვიცოდით, რეალურად რაც ხდებოდა და ვინ აკონტროლებდარუსთავი 2“-. თქვენ, ბიზნესმენი ვერ ხვდებოდით, რომ პოლიტიკურ თამაშში იყავით ჩათრეული? 

– ხელისუფლებასთან მანამდეც მქონდა ურთიერთობა და ვთვლიდი, რომ ხელისუფლება კარგ გზას ადგა. ფაქტობრივად, 2003 წლის ნოემბრიდან 7-8 თვე იყო გასული. მე ქვეყანაში რეფორმების გატარების მომხრე ვიყავი, მიმაჩნდა, რომ ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ ტელეკომპანია ვერავის გავლენის ქვეშ ვერ მოექცეოდა.

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება აკონტროლებდა კერძო ტელევიზიას, თვლიდით, რომ კარგ გზას ადგა? 

– შემოთავაზება იყო ასეთი, მე თუ არ ვიყიდდი ამ ტელევიზიას, ეროსი გაყიდდა სხვებზე. ხელისუფლებამ დამიყენა ასეთი არჩევანი – შენ თუ არ იყიდი ტელევიზიას, ეროსი მას გაყიდის ჩვენს მტრებზეო. მე სხვა არჩევანი არ მქონდა, ამასთანავე, მოვითხოვე, რომ ჩემს საქმეებში არ ჩარეულიყვნენ.

– ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი თავს დაზარალებულებად თვლიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არჩევანი არ ყოფილა ტელევიზიის გაყიდვა. 

– აქიმიძე და დვალი თავს თუ თვლიან დაზარალებულად, ზუსტად ისეთივე მეთოდით უნდა მიმართონ სასამართლოს და დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე, როგორც ამას ვაკეთებ მე. თუ დადგინდება, რომ მათ რაიმე ეკუთვნით, მე მზად ვარ მათთან სასაუბროდ. ვფიქრობ, კომპრომისს გამოვნახავთ. საერთოდაც, სამართლიანობის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუ ამ წართმევა-ჩამორთმევების პროცესში დაზარალებული ყველა პირისთვის მოხდება სამართლიანობის აღდგენა. მე მზად ვარ, ყველასთან ვისაუბრო და მოლაპარაკებები ვაწარმოო. ამ პროცესში არ უნდა დარჩეს დაზარალებული არავინ. ამასთანავე მინდა, ეს პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს.

რა მდგომარეობაში ჩაიბარეთ ტელეკომპანია 2004 წლის ზაფხულში? 

– წილების ყიდვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სალაროდან გაცემული იყო დიდი რაოდენობის თანხები და კომპანიას ჰქონდა ვალები. მატერიალური აქტივები ვალებს არ აბალანსებდა. კომპანიას ასევე, სახელმწიფოს წინაშე გააჩნდა მილიონობით ლარის დავალიანება. ჩემს დროს მოხდა ამ დავალიანების რესტრუქტურიზაცია, იმისათვის, რომ ფუნქციონირების საშუალება მქონოდა. თუმცა, როდესაც ტელევიზია დამათმობინეს, ეს ვალები იპატიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები