საკრებულოს თანხმობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოსგან გრანტს მიიღებს

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

სხდომის დაწყებამდე თავმჯდომარემ დეპუტატებს დღის წესრიგი გააცნო და აღნიშნა, რომ სხდომაზე განხილული საკითხები მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანია.

„საკრებულო მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს იმ ინიციატივებს, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტში განათლების, ინფრასტრუქტურისა და სოციალური სფეროს გაუმჯობესებას ემსახურება. მსგავსი პარტნიორობა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი საზოგადოების განვითარებას,“ – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით ხუთი საკითხი განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს თანხმობა ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოსგან გრანტის მიღებაზე. გრანტის (საჩუქრის) საერთო ღირებულება შეადგენს 50,396 ლარს, რომელიც გადანაწილდება ორ მუნიციპალურ ბაღზე.

მომხსენებლის, მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის გიორგი საცკოვის თქმით, აღნიშნული თანხა
N2 და N3 საბავშვო ბაღების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას მოხმარდება.

„აღნიშნული თანხა მოხმარდება N2 და N3 საბავშვო ბაღების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას”,- აღნიშნა მან.

სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს საკრებულოს აპარატში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტს. ცვლილებების არსი განმარტა აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა გიორგი მაზანაშვილმა, რომლის თქმით: „აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს საკრებულოს საქმიანობისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობის ზრდას.“
ასევე განიხილეს მერიის საწვავის სასაუბრო ბარათების ყოველთვიური ლიმიტის საკითხი. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საწვავის საერთო ლიმიტი არ იზრდება და მისი მოცულობა უცვლელი რჩება.
მომხსენებელმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კორძაძაძემაც გააკეთა განმარტება.
„ცვლილება შეეხება მხოლოდ შიდა გადანაწილებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის. მიზანია რესურსების უფრო მიზნობრივი გამოყენება და საწვავის ხარჯვის ოპტიმიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობასა და ადმინისტრაციული პროცესების გამართულობას”,- აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები