“საქართველოს აქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ რაც გასული ერთი წლის განმავლობაში ქვეყანამ გააკეთა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, იყო სწორი” – მახაშვილი

“ეს არის კომპილაცია, თავს უყრის იმ ბრალდებებს, რასაც ბრიუსელი აჟღერებდა ხელისუფლების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

„უპირველესად, მოკლედ ვახსენოთ ის, რასაც ვერ გააყალბებს ამ დოკუმენტში ვერავინ, მათ შორის, ვერც ბრიუსელის ბიუროკრატია. ეს არის ის, რომ საქართველოს აქვს უპრეცედენტო, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ რაც გასული ერთი წლის განმავლობაში ქვეყანამ გააკეთა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, იყო სწორი. სწორედ ამიტომ იყო ეს ანგარიში ჩვენთვის აბსურდული, რომ ფოკუსირებულია ისეთ თემებზე, რომელიც ამ საკითხზე არაფერ შუაშია. ეს ანგარიში იყო კარგი შესაძლებლობა ისევ ბრიუსელისთვის, რომ იერიში მიეტანა საქართველოზე და მოეხდინა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია, ვინაიდან როდესაც თავად წყვეტ დიალოგის რეჟიმს, თავად წყვეტ და აჩერებ ყველა პლატფორმას კომუნიკაციის, შემდგომ ერთი წლის თავზე არ უნდა მოდიოდე და თითს არ უნდა უქნევდე არავის, ამ ქვეყნებს, რომ რაღაც გააკეთე თუ არ გააკეთე.

საქართველო სწორი საშინაო და თუ საგარეო პოლიტიკის წყალობით ვითარდება, ზოგიერთ სხვა კანდიდატთან შედარებით და ეს არის მთავარი, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის იყო მნიშვნელოვანი. დანარჩენი, ეს დოკუმენტი არაფერ დამატებით ღირებულებას მოსახლეობას არ აძლევს. ეს არის კომპილაცია, თავს უყრის იმ ბრალდებებს, რასაც ბრიუსელი აჟღერებდა ხოლმე ხელისუფლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა  მახაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები