“თუ თავს დაუხრი ბრიუსელს და მის ჭკუაზე ივლი, მაშინ შენთვის ყველაფერი „მოსულა“, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ შენი ეროვნული ინტერესებით იმოქმედო, მაშინ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ” – მახაშვილი
“თუ თავს დაუხრი ბრიუსელს და მის ჭკუაზე ივლი, მაშინ შენთვის ყველაფერი „მოსულა“ და ყველა მიმართულებით პროგრესი გაქვს, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ შენი ეროვნული ინტერესებით იმოქმედო, მაშინ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„არ მიყვარს ხოლმე სხვა ქვეყნების კრიტიკა ამ შემთხვევაში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – თუ ეს ვითომ პროგრესი, როგორც ახასიათებენ მოლდოვას და უკრაინას [რეალურია], მაშინ მოდით, მოვუწოდოთ ბრიუსელის ბიუროკრატებს, შევთავაზოთ სად იცხოვრებდნენ – საქართველოში იცხოვრებდნენ დღეს თუ იმ პროგრესულ მოლდოვასა და უკრაინაში. სად გადაწყვეტენ თავიანთ ოჯახებთან ერთად ჩასვლას, ცხოვრებას, ტურისტული მიზნებით თუ სხვა მიზნებით. ესეც კი, ძალიან მარტივი მაგალითი მოწმობს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.
თუ თავს დაუხრი ბრიუსელს და მის ჭკუაზე ივლი, მაშინ შენთვის ყველაფერი „მოსულა“ და ყველა მიმართულებით პროგრესი გაქვს, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ შენი ეროვნული ინტერესებით იმოქმედო, მაშინ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ.
კიდევ ერთხელ, ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი, ყველა კანდიდატი უნიკალური ქვეყანაა, ყველას თავისი პრობლემები, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები აქვს, მაგრამ დღეს საქართველოსთან შედარებით იმის თქმა, რომ მოლდოვასა და უკრაინაში სახელმწიფო ინსტიტუტები უკეთ არიან მომზადებული, უკეთ ფუნქციონირებენ, დემოკრატია უკეთესია, პოლიტიკური პროცესი უკეთესია, უფრო პროგრესულია, უფრო ევროპულია, მინიმუმ დაცინვაა მთლიანად ამ პროცესის და რეალურად აჩვენებს ბრიუსელის სახეს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მახაშვილმა.