სასაზღვრო პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გიორგი ყ. დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის (სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ბრალდებით დაკავებული გიორგი ყ. სასამართლომ გირაოს გადახდის შედეგად გაათავისუფლა.
საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, სასამართლო დასკვნით სხდომაზე ბრალდებულის არ გამოცხადების გამო, მას დაუსწრებლად შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და პიროვნებაზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გიორგი ყ. მიმალვიდან 6 დღეში, გორში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები