ნოემბერში საქართველოს ისრაელის პარლამენტის სპიკერი ეწვევა
ნოემბერში საქართველოს ისრაელის პარლამენტის სპიკერი ეწვევა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა განაცხადა.
მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე ისრაელში, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
“ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე ისრაელში, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. ასევე, ნოემბერში ისრაელის პარლამენტის სპიკერი ეწვევა საქართველოს. ეს იქნება ისრაელის პარლამენტის სპიკერის პირველი ვიზიტი ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ განიხილება მთელი სპექტრი საკითხებისა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, იქნება ეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება თუ ასე შემდეგ”, – განაცხადა იუვალ ფუქსმა.