თამაზ მეჭიაური: ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის საქმიანობის შესწავლას გეგმავს.
მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
როგორც მეჭიაური აცხადებს, ჯერ ეს საკითხი მმართველ გუნდთან უნდა გაიაროს და საბოლოო პოზიცია ჩამოაყალიბოს.
მისივე თქმით, მარტო ის რომ წყვეტდეს საკითხს, კომისიას აუცილებლად შექმნიდა.
“ასეთი თავგადაკლული ბრძოლა იმისათვის, რომ ყველაფერი რაც ეხება ეროვნულ ბანკს იყოს დაფარული ყველასგან გარდა ქადაგიძისა და მის ზურგს უკან მდგომი პოლიტიკური ძალების უკვე იწვევს სერიოზულ ეჭვს, რომ იქ შეიძლება მთლად ისე არ არის საქმე როგორც მათ უნდათ წარმოაჩინონ. ჩემზე, რომ იყოს დამოკიდებული მე შევქმიდი ასეთ კიმოსიას თუმცა კომისიის შექმნას უნდა ჯერ იმიცირება“, – განაცხადა მეჭიაურმა.