ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულები დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.
დღევანდელი პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით წარიმართება. ასევე დაიკითხებიან ბრალდებულები.
ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ცააძემ სასამართლოზე დასმულ შეკითხვებს გუშინ უპასუხა. განაჩენი სასამართლომ, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე უნდა გამოიტანოს.
ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობის ვადა 3 ნოემბერს ეწურებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები