ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

 

ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, ასობით სტუმარი ჩამოდის ჩვენს დედაქალაქში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “Hotels& Preference Hualing Tbilisi”–ის გახსნაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ჩინეთიდან 500 მონაწილე ჩამოვიდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეასრულებს რეგიონული ეკონომოიკური ჰაბის ფუნქციას ევროპასა და აზიას შორის.

პრემიერის განმარტებით, საქართველო პირველი გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას – „ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელი.“

“ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ამ ინციატივას და სწორედ ამ ახალ ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ და სხვა კავშირებს მიეძღვნება თბილისში გამართული ფორუმი. საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ეს გადაწყვეტილება ჩემი და ჩინეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე იქნა მიღებული, სულ რამდენიმე კვირის წინ”, – განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” , რომელიც იქნება ყოველწლიური, მოიტანს დიდ წარმატებას, როგორც საქართველოსთვის, ისე ჩინეთისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები