მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 4-კმ-იანი მონაკვეთის რებილიტაცია დაასრულა.
სამინისტროს ცნობით, განახლებული გზა დღეს მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს.
საერთაშორისო გზის აღნიშნული მონაკვეთი სოფელ არშაზე გადის. პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ბეტონის საფარი; მდინარე ტერხენაზე ჩატარდა 88-მეტრიანი ხიდის რეაბილიტაცია; ამაღლდა საყრდენი კედელი; მოეწყო რკინა-ბეტონის მილები, გაბიონები; გაკეთდა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, რკინა-ბეტონის ღარები, ავტობუსის გაჩერებები და ავტოპავილიონები; შეიცვალა დარიალში მომხდარი სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული საგზაო ნიშნები; მოინიშა გზა, გაკეთდა ბეტონის პარაპეტები.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სატრანზიტო გადამზიდავებისთვის და სოფელ არშას მაცხოვრებლებისათვის გზაზე გადაადგილება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
სამუშოებზე 110 ადამიანი იყო დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები