ჰააგის სასამართლოს პროკურორი 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს. პროკურორმა მოსამართლეებს მიმართა და 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდის გამოძიება მოსთხოვა.
“არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ კონფლიქტისას ადგილი ჰქონდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ქართველების განდევნის კამპანიას და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შესაძლო მონაწილეობით, მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შედეგად, 51-დან 113-მდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა. 13 400-დან 18 500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5 000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი განადგურდა. ზემოაღნიშნულ და სხვა სამართალდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო პირთა კუთვნილი ქონების მასობრივი განადგურება, მასშტაბური ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს. შედეგად, ქართული მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში, მინიმუმ, 75%-ით შემცირდა”, – განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები