გიორგი პაპუაშვილი: პოლიტიკოსები თავიანთ საუბრებში თავისუფლები არიან

დებატებში არ შევალ, მაგრამ იმას აღვნიშნავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ისინიც მოდიოდნენ ხშირად, საქმეებსაც იგებდნენ, მაშინ არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და ახლა გახდა? – ასე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკურად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით ანგაჟირებული გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსები თავისუფალნი არიან, თქვან ის, რაც სურთ და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
“რაც შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, პოლიტიკოსები თავიანთ საუბრებში თავისუფლები არიან. დებატებში არ შევალ, მაგრამ იმას აღვნიშნავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ისინიც მოდიოდნენ ხშირად, საქმეებსაც იგებდნენ, მაშინ არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და ახლა გახდა? გადაწყვეტილება იქნა 5/4-ზე მიღებული და 4/5-ზე რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა სამართლიანი? მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები